ახალი ამბები

ქართველები რუსეთში–დავითაშვილის მიხედვით

29 აპრილი, 2010 • • 2043
ქართველები რუსეთში–დავითაშვილის მიხედვით

დღეს, 29 აპრილს, რუსეთიდან დაბრუნებულმა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. მან ჟურნალისტებს რუსეთში ვიზიტის დეტალები უამბო.

იმის გამო, რომ კახა კუკავა, რომელიც ასევე იმყოფებოდა რუსეთში,  მგზავრობის მერე თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჟურნალისტებთან შესახვედრად  მისი  პარტიის წარმომადგენელი, გიორგი ცანავა მივიდა.

ქართული დიასპორის კონგრესის  საკითხებთან დაკავშირებით, „ხალხის პარტიის“ ლიდერი, კობა დავითაშვილი ჟურნალისტებს შეპირდა, რომ ყველა დეტალს გააცნობდა. თუმცა, ვერ ისაუბრებდა  რუსეთშის სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან შეხვედრის დეტალებზე, რადგან როგორც მან თქვა, ამ პოლიტიკური ფიგურებისგან დეტალების გამჟღავნების ნება არ მიუღია, –„შევეცდები ძირითადი სულისკვეთება გადმოვცე ამასთან დაკავშირებით,  იმიტომ რომ  ყველა დეტალზე საუბარმა,  შეიძლება,  ის გააფუჭოს, რისთვისაც იქ ვიყავი ჩასული, ან სულაც,   ეს  შეიძლება რუსულ პრესაში მოხვდეს და არ მინდა“, –ამბობს დავითაშვილი.

„ხალხის პარტიის“ ლიდერი უარყოფს, რომ  ალექსანდრე ებრალიძემ მისი პარტია საქართველოში მყარ დასაყრდენ ძალად მიიჩნია და „ხალხის პარტიის“  საპატიო თავმჯდომარეობა შესთავაზა, როგორც  ეს სხვადასხვა საინფორმაციო საგენტოებით გავრცელდა–„ ასეთი რამე არ ყოფილა. ისიც ტყუილია, რომ ჩვენ იქ დაფინანსების გამო ჩავედით, პირიქით, „ხალხის პარტიამ“ თავის ერთი თვის ბიუჯეტი დახარჯა ამ ვიზიტისთვის.

კონგრესი

კობა დავითაშვილი: მე აქამდე ალექსანდრე ებრალიძეს არ ვიცნობდი. როცა შევხვდი,  გულწრფელად ვუთხარი ყველაფერი.  იქამდე გავიგე, რომ აპირებდა გარკვეული პოლიტიკური პარტიის შექმნას და ამის გაცხადებას კონგრესზე.  ვუთხარი, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ შევქმნიდით ე.წ ქართულ ლობს. ჩვენ ვიცით, არსებობს საკმაოდ წარმატებული სომხური ლობი მთელს მსოფლიოში,  და ამ ლობის ძირითადი დასაყრდენი არის დიასპორები.  ჩვენ სომხებს ნამდვილად ვერ შევედრებით დიასპორის სიმრავლით, თუმცა რუსეთში ჩვენ  საკმაოდ სერიოზული დიასპორა გვყავს, როგორც რაოდენობით, ასევე, ხარისხით. სომხური ლობის შედეგები კი,  ვიცით –თითქმის იდეალური ურთიერთობები რუსეთთან და და ასეთივე მჭიდრო უერთიერთობები აშშ–სთან და დასავლეთთან.  სწორედ სომხური ლობის  დიასპორის დამსახურებაა,  რომ მოხდა სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარება  მსოფლიო წამყვან სახელმწიფოებში. ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ მათგან ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ.

ალექსანდრე ებრალიძეს ვუთხარი, რომ იმაზე დიდი საქმე, რაც ამ ქართული ლობის შექმნაა, არაფერი იქნებოდა.  ბევრისთვის მიმიწოდებია რჩევა და იშვიათად ყოფილა, რომ ეს რჩევა მიეღოთ და ჩემდა გასაკვირად, ბატონმა ალექსანდრემ მიიღო ის,–  ამავე დღეს ფორუმზე განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას და  რომ შეცდომა იქნებოდა კიდევ ერთი  პარტიის შექმნა, რაც  ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო გააღრმავებდა უთანხმოებას.  მან  პრეზიდენტობაზეც უარი განაცხადა და მხარი დაუჭირა  საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, რომლის ამოცანა რუსეთში საქართველოს ტერიტორული მთლიანობის ლობირება იქნება.

სხვადასხვა გათვლით 1 200 000 ქართველი ცხოვრობს რუსეთში.  აქედან, დაახლობით, ნახევარს აქვს საქართველოს მოქალაქეობა,  ნახევარი მილიონი ამომრჩეველი კი, საკმაოდ მიმზიდეველი ციფრია რუსი პოლიტიკოსებისთვის. ეს ძალა  გავლენას ახდენს პოლიტიკოსების მსოფლმხედველობაზე. ამიტომაც ამ ფორუმს  დუმის წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ. ეს გარკვეულ ზურგს გვაძლევდა, რომ კონგრესის შემდეგ  რუსეთში სხვა პოლიტიკურ სა საზოგადო მეღვაწეებსაც  შევხვედროდით .

შეხვედრები პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან

კობა დავითაშვილი: იქ არ არის მხოლოდ ალექსანდრე ებრალიძე,– მე შევხვდი ასევე,  მიხეილ ხუბუტიას, ბატონ გოჩა ზასოხოვს,–ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური წარმოშობის ოსი ადამიანი არის ქართველთა დიასპორაში.

კობა დავითაშვილმა მისი და ჟირინოვსკის შეხვედრის ის დეტალიც განმარტა, რომელიც ერთ–ერთი პირველი კითხვა იყო ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმული, დავითაშვილის საქართველოში დაბრუნების დღეს. ჩამოართვა თუ არა ჟირინოვსკიმ დავითაშვილს ხელი და რატომ.

კობა დავითაშვილი: რომ ჩამოერთმია იტყოდით ალბათ, რატომ  ართმევთ  ჟირინოვსკის ხელსო. საქმე კი, ის გახლავთ, რომ მანამდე შევხვდი  მას  გარეთ და ამის მეორე  სალამი არ იყო აუცილებელი.  მე ხელი არ გამიწვდია ნამდვილად, იმიტომ რომ ზრდილობის წესები ვიცი. თუ ადამიანმა თვითონ არ გადადგა ნაბიჯი მე არ ვთავაზობ.

შეხვედრა იყო ხაზგასმულად კორექტული . მან აღნიშნა, რომ აფხაზური და სამხრეთ  ოსეთის დიასპორა ძალიან ბევრს მუშაობდა მის პარტიასთან.   

შევხვდი, ასევე, ზუგანოვის (რუსეთში კომუნისტური პარტიის ლიდერი) მოაგილეს, ბატონ კალაშნიკოვს, რომელიც არის ახალგაზრდა თაობის წამომადგენელი და დუმაში საერთაშორისო ურთობებისკომიტეტის მოადგილე. მათ ძლიან ესიამოვნათ, რომ ქართველი პოლიტიკოსები სწორედ მათ შეხვდნენ და არა ხელისუფლების წამომადგენლებს.  ხშირად საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ოპოზიაცია უფრო  მეტ გავლენას ახდენს,  ვიდრე ხელისუფლება.  ჩვენი ამოცანაც სწორად ამ ეფექტის მიღწევა იყო.

შევხვდი, რუს ჟურნალისტს, მიხეილ ლეონტიევს და სიმართლე გითხრათ, ჩემი წასვლის ერთ–ერთი მიზეზიც ეს იყო. სხვათაშორის  ის ჩემთან თვითონ მოვიდა სასტუმროში, იმდენად დაინტერესებული იყო ჩვენი შეხვედრით. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი  გვქონდა. საქართველოს გამთლიანების საკითხებში მე ლეონტიევის მოკავშირე ვარ.  ის ხაზგასმულად ამბობდა, რომ საქართველო უნდა ვაიძულოთ არა მშვიდობისკენ,არამედ ტერიტორიული მთლიანობისკენ, ასეთ შემთხვევაში მივიღებთ მეგობრულ საქართველოს, სადაც  აფხაზების და ოსების უფლებები  უკეთესად  იქნება დაცული. ლეონტიევი  წესიერი ადამიანია, წესიერი იმპერიალისტია თავის ბუნებით და შემჩნეული არ არის ვინმესგან ფულის აღებით.  მას საკამოდ რეიტინგული გადაცემა მიყავს და დიდ გავლენას ახდენს რუსეთის საზოგადოებრივ აზრზე.

 

გიორგი ცანავა:  აღმოსავლეთმცოდნეობის ინსიტიტუტში გვქონდა საინტერესო შეხვერა, სადაც იყვნენ აფხაზები და ოსები.  ამის ანონსირება არ მინდოდა,  შეიძლება ამას  ხელი შეუშალოს შემდგომ ურთიერთობებს , რადგან  ხელისუფლებას არ აწყობს, რომ პირდაპირი შეხვედრები შედგეს  მათთან . ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი შედეგია ჩვენი იქ ჩასვლისა. პირდპაირი სახალხო დიპლომატია უფრო შედეგიანია–  მას ალტერნატივა არ აქვს და მიმაჩნია, რომ ეს იყო გარღვევა.

რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები

 კობა დავითაშვილი: მე ღიად ვამბობ რომ არ ვითხოვ კურსის მკვეთრ ცვლილებას. არავითარ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ უნდა მოხდეს აშშ–თან ურთიერთობების გაფუჭების ხარჯზე. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ურთიერთობა გავაფუჭოთ მასტან.  სწორედ აშშ–ს ყოფნა ამ რეგიონში განაპირობებს, იმას, რომ ჩვენ სერიოზულად გვისმენენ და გველაპარაკებიან. საერთოდ,  ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ ასე: იყო ელჩობა სტამბულში და იყო ელჩობა ისპაჰანში. უნდა იყოს ელოჩობა მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც.

ებრალიძის მონიტორინგის ჯგუფი არჩევნებზე

კობა დავითაშვილი: ებრალიძის ინიციატივით, შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელის წარმომადგენელებიც არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩამოვლენ.   მას არ ექნება ისეთევე ხასიათი, როგორც გივი თარგამაძის ვოიაჟებს ჰქონდა უკრაინაში. ის, რომ პოლიტიკურ პარტიას აქ ქმნის ებრალიძე იქნება ლოგიკურია, იმიტომ რომ მონიტორგი უნდა ჩაატარონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ეს არ იქნება რუსული ფულით დაფინანსებული მონიტორიგი, ქართვლებს იქ საკამრისი  ფული აქვთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი