ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გავაზაში კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ის ცნობით, სავარუდო დამნაშავე დაკავებულია.