ახალი ამბები

20 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლის ოჯახის 5 წევრის მკვლელობა სცადა

2 სექტემბერი, 2022 •
20 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლის ოჯახის 5 წევრის მკვლელობა სცადა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას მიესაჯა პატიმრობა 20 წლის ვადით.

როგორც პროკურატურა საქმის მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის ნასამართლევმა ს.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს, მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლისდედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა. სასამართლომ ის სრულად სცნო დამნაშავედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი