ახალი ამბები

თოყაევი ყაზახეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს

1 სექტემბერი, 2022 • 668
თოყაევი ყაზახეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ახალი საპრეზიდენტო რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გეგმავს.

მისი თქმით, მიზანი საპრეზიდენტო ვადის შემცირებაა, რასაც მის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმა ითვალისწინებს.

ამჟამად ერთ ადამიანს ყაზახეთში პრეზიდენტობა 5 წლით, ორი ვადით შეუძლია. რეფორმის შემდეგ კი უქმდება ორი ვადის ჩანაწერი და ერთ ადამიანს პრეზიდენტობა მხოლოდ ერთხელ, თუმცა 7 წლით შეეძლება.

თოყაევი 5-წლიანი ვადით 2019 წელს გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. ის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწიელობას.

მისივე განცხადებით, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს პოლიტიკური რეფორმები.

ყაზახეთში, იანვრის არეულობების შემდეგ, თოყაევმა საკუთარი გავლენების გაძლიერება და ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის შესუსტება დაიწყო.

იგი ასევე რუსეთის წინააღმდეგ სიხისტითაც გამოირჩევა. თოყაევმა ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვედრის დროს განუცხადა, რომ იგი არ აპირებდა ფსევდო სახელმწიფოების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის ცნობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი