ახალი ამბები

მოსკოვის დანიშნულმა ხერსონის ლიდერის მოადგილემ ქალაქი დატოვა და რუსეთიდან მუშაობს – BBC

30 აგვისტო, 2022 • 971
მოსკოვის დანიშნულმა ხერსონის ლიდერის მოადგილემ ქალაქი დატოვა და რუსეთიდან მუშაობს – BBC

რუსეთის მიერ დანიშნულმა ოკუპირებული ხერსონის ლიდერის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა ქალაქი დატოვა და მუშაობას რუსეთიდან აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, კირილ სტრემოუსოვის ბოლო დღეების ვიდეომიმართვები, რომლებიც მის Telegram-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა, ვორონეჟის სასტუმრო „მარიოტშია“ ჩაწერილი.

მათივე განმარტებით, იმას, რომ სტრემოუსოვი ვორონეჟში იმყოფება, მის მიერ გადაღებულ ვიდეოებში ვორონეჟში მდებარე ხუთგუმბათიანი ხარების ტაძრისა და რამდენიმე შენობის ფონიც მოწმობს.

თუმცა BBC-მ ვერ შეძლო გაერკვია, თუ რატომ ან როდის დატოვა მან ხერსონი,  შეუძლია დაადასტუროს, რომ კირილ სტრემოუსოვი დასავლეთ რუსეთის ქალაქში იმყოფება.

ვორონეჟი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 200 კილომეტრით დაშორებული ქალაქია და თავად ხერსონიდან 700 კილომეტრზე მეტია.


გუშინ უკრაინულმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა მხარემ ხერსონის ოლქში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კონტრშეტევა დაიწყო და რუსული დაცვის პირველი ხაზი გაარღვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი