ახალი ამბები

უკრაინა კონტრშეტევის წინარე ოპერაციას იწყებს – CNN

29 აგვისტო, 2022 • 1728
უკრაინა კონტრშეტევის წინარე ოპერაციას იწყებს – CNN

CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო კონტრშეტევის წინარე ოპერაცია.

კონტრშეტევის წინარე ოპერაცია არის სტანდარტული სამხედრო ოპერაცია დიდი შეტევის წინ და ითვალისწინებს სამეთაურო შტაბებზე, ამუნიციის საცავებსა და სხვა ობიექტებზე თავდასხმას.

ოფიციალური პირების თანახმად, კონტრშეტევა, რომელსაც უკრაინული მხარე წამოიწყებს, ასევე გააერთიანებს საჰაერო და სახმელეთო კომპონენტებსაც.

„კი, უკრაინულმა ძალებმა დაიწყეს კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით სამხრეთის ფრონტზე, რათა გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები“, – განუცხადა სამხრეთის სარდლობის წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა CNN-ს.

ხერსონის ოლქში რუსულ ობიექტებზე თავდასხმები ივლისის თვეში გახშირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი