ცხინვალის ცნობით,  28 აგვისტოს, 22:15 საათზე ქართულმა უპილოტო აპარატმა სამხრეთ ოსეთის “სახელმწიფო საზღვარი” გადაკვეთა.

ადგილობრივი უშიშროების საზღვრის სამსახურის უფროსის, ვალერი ალიხანთის განცხადებით, მათი დანაყოფები აფიქსირებენ ასევე სასაზღვრო ტერიტორიებზე სართაშორისო ორგნიზაციებისა და საქართველოს შსს-ს წარმომადგენელთა მიერ ვიდეოგადაღებების ფაქტებს.

აქამდე იყო შემთხვევები, როდესაც ცხინვალი ქართულ მხარეს ადანაშაულებდა მათი საფრენი აპარატებს ჩამოგდებაში.