ახალი ამბები

კახეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

29 აგვისტო, 2022 • 2530
კახეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე მან ირაკლი შიოშვილი შეცვალა.

ორივე მათგანი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

მთავრობის ადმინისტრაცია კახეთის გუბერნატორის შეცვლის მიზეზებს არ განმარტავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი შიოშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა.

მთვრობის ადმინისტრაციის ცნობით, კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. გიორგი ალადაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი