ახალი ამბები

Wizz Air ყველაზე არაპუნქტუალურ ავიაკომპანიად დაასახელეს Uk-ში

29 აგვისტო, 2022 • 1282
Wizz Air ყველაზე არაპუნქტუალურ ავიაკომპანიად დაასახელეს Uk-ში

გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებიდან ფრენების შეფერხების მაჩვენებლით Wizz Air პირველ ადგილზეა.

ინფორმაციას ამის შესახებ PA Media სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (CAA) მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს. Wizz Air გაერთიანებული სამეფოს 10 აეროპორტიდან დაფრინავს. 2021 წელს უნგრული ავიაკომპანიის ფრენები გაერთიანებული სამეფოდან, საშუალოდ, 14 წუთით და 24 წამით ჩამორჩებოდა დაგეგმილს.

Wizz Air-ის შემდეგ პუნქტუალობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს TUI  Airways-ს და ბრიტანულ ავიახაზებს. შვიდეულში ასევე შედიან Virgin Atlantic, შოტლანდიური Loganair, ასევე Air France და Lufthansa.

ავიაკომპანიები ფრენების დაგვიანების ყველაზე ცუდი მაჩვენებლით. წყარო: CAA, PA Graphics

გაერთიანებული სამეფოს მგზავრების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ორი ავიაკომპანია – EasyJet და Ryanair – პუნქტუალურობის თვალსაზრისით ლიდერებს შორის იყვნენ.

EasyJet-ს ჰქონდა მეორე ყველაზე მოკლე საშუალო შეფერხება თითო ფრენაზე (4 წუთი და 36 წამი), ხოლო Ryanair იყო მესამე ადგილზე 6 წუთი და 6 წამით.

საუკეთესო შედეგი ირლანდიურმა Aer Lingus-მა აჩვენა, რომელიც საშუალოდ სამი წუთი და 12 წამით აგვიანებდა.

ანალიზი მოიცავს გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებიდან დაგეგმილ და ჩარტერულ გაფრენას, სტატისტიკა არ მოიცავს გაუქმებულ ფრენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი