ახალი ამბები

სააგენტო განმარტავს, თუ რატომ არ ჩანდა საპენსიო დანაზოგები ონლაინ ბანკებში

29 აგვისტო, 2022 • 848
სააგენტო განმარტავს, თუ რატომ არ ჩანდა საპენსიო დანაზოგები ონლაინ ბანკებში

საპენსიო სააგენტო განმარტავს, თუ რატომ ვერ ნახულობდნენ მოქალაქეები საკუთარი საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ ბანკების აპლიკაციებში.

„დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე.

ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციის ნახვა საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ და მობაილ ბანკებშია შესაძლებელი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი