რუსეთსა და EU-ს შორის არსებულ სავიზო რეჟიმზე შეთანხმება 2007 წლიდან მოქმედებს. ამ შეთანხმების ფარგლებში მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებზე დაწესებული თავისუფალი გადაადგილების პრინციპები მიმდინარე წლის თებერვალში გაუქმდა, ხოლო ახლა EU რუსეთის ყველა მოქალაქისთვის გააუქმებს შეთანხმებას.
“გარდიანის” თანახმად, შეთანხმების გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მიღებას მნიშვნელოვნად გაართულებს და დროში გაწელავს, რადგან მათ უფრო მეტი დოკუმენტების მოძიება დასჭირდებათ, შეიცველება ლოდინის დროები, ხოლო ფასები გაძვირდება.
ბოლო პერიოდში ევროპაში აქტიურად განიხილება რუსებისთვის ევროპული ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება. ამ ინიციატივით აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები და უკრაინა გამოდიან, ხოლო გერმანია მხარს არ უჭერს.