ახალი ამბები

უკრაინიდან რუსეთში ჩასულ უკრაინელებს პუტინმა ფინანსური დახმარება დაუნიშნა

27 აგვისტო, 2022 • 1081
უკრაინიდან რუსეთში ჩასულ უკრაინელებს პუტინმა ფინანსური დახმარება დაუნიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში ჩასული პირებისთვის, მათ შორის პენსიონრებისთვის, ორსულებისთვის და შშმ პირებისთვის ფინანსური შეღავათების დანიშნვას ითვალისწინებს.

განკარგულების თანახმად, ადამიანები, ვინც 18 თებერვლის შემდეგ იძულებილები გახდნენ უკრაინის ტერიტორია დაეტოვებინათ, ყოველთვიურად 10 000 რუბლს [170 აშშ დოლარს] მიიღებენ. თუმცა ორსული ქალებისთვის მხოლოდ ერთჯერადი შემწეობა გაიცემა.

განკარგულების თანახმად, დახმარებები გაიცემა უკრაინის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოქალაქეებისთვის.

მოსკოვი უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის პასპორტებს ურიგებს, რასაც უკრაინა და აშშ უკანონობას უწოდებენ და ამბობენ, რომ აგრესორი ქვეყანა ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი