აზერბიჯანული მხარის ცნობით, ლაჩინის კორიდორი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებდა ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან აკავშირდებდა და რომელშიც 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოები იყვნენ განთავსებული, აზერბაიჯანმა ბოლომდე დაიბრუნა.
სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდენ ლაჩინის კორიდორს, რაც სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებდა ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან.
“დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ – ზაერბაიჯანელები დავბრუნდით ქალაქ ლაჩინში. აზერბაიჯანული არმია დისლოცირებულია ქალაქში. სოფლები ზაბუხი და სუსი კონტროლდება ჩვენ მიერ. ვულოცავ ყველა ლაჩინელს და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!”,- დაწერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამასთან დაკავშირებით ტვიტერზე.
ლაჩინის კორიდორის ახალი მარშრუტი, რითაც სომხეთი და სტეპანაკერტი დაუკავშირდებიან ერთმანეთს, სტეპანაკერტის ცნობით, სექტემბრის პირველივე კვირაში დაიწყებს ფუნქციონირებას.