ახალი ამბები

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ბლინკენის მრჩევლად ფილიპ რიკერი დაინიშნა

25 აგვისტო, 2022 • 845
კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ბლინკენის მრჩევლად ფილიპ რიკერი დაინიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში მრჩევლად ელჩ ფილიპ რიკერს ნიშნავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი რიკერი იქნება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და ასევე უხელმძღვანელებს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერს დიდი გამოცდილება აქვს ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის მიმართულებით. 2019-2021 წლებში ასევე იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში:

„ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს, შეთანხმებას მიაღწიონ ყარაბაღის კონფლიქტზე. ამავდროულად, ელჩი რიკერის დანიშვნა ხაზს უსვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოს შესახებ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი