სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიება 154-ე მუხლით მიმდინარეობს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, 24 აგვისტოს გადამღებ ჯგუფს ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.