ახალი ამბები

საქართველო გაეროში შეუერთდა 50-ზე მეტი ქვეყნის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას

25 აგვისტო, 2022 •
საქართველო გაეროში შეუერთდა 50-ზე მეტი ქვეყნის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას

საქართველო გაეროში შეუერთდა 50-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის 6 თვისთავს მიეძღვნა.

გაეროს წევრები ამ განცხადებით კიდევ ერთელ გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ და მოსკოვს მოუწოდებენ გაეროს წესებისა და უკრაინის ტერიტორული მთლიანობის პატივისცემისაკენ.

ერთობლივი განცხადება მედიას გააცნო  გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ კოლეგებთან ერთად.

“დღეს კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ყველა საომარი მოქმედება დაუყოვნებლივ შეწყვტოს, შეაჩეროს თავდასხმები, რომელიც სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეა მიმართული და უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი ძალები სრულად გაიყვანოს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსულმა სამთავრობო მედიამ “ანტირუსული განცხადება” უწოდა და ხელს აწერენ ევროპული ქვეყნები, აშშ, სამხრეთ კორეა და სხვები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი