სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ჩაატარებენ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, დღეს, 24 აგვისტოს გადამღებ ჯგუფს ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.