რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ამუნიცია დაიწვა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა გაარიდეს.
ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამ შემთხვევაში უკრაინის შეტევა არაფერ შუაშია და ტყვია-წამალს ცეცხლი დიდი სიცხის გამო წაეკიდა.
“დიდი სიცხის გამო “ლინზის ეფექტი” ამუშავდა სოფელ ტიმონოვოსთან. ამუნიცია, რომელიც განმნაღმველების მხრიდან ჯერ კიდევ არ იყო ნეიტრალიზებული, დაიწვა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია”, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა, ბელგოროდის გუბერნატორმა