ახალი ამბები

24 აგვისტო: თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელ. ენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

24 აგვისტო, 2022 • 802
24 აგვისტო: თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელ. ენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის მოსახლეობის ნაწილს.

თელასის ინფორმაციით, შუქი გაითიშება შემდეგ დასახლებებში:

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, უზნაძის, აბაშიძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის და ონის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი