ახალი ამბები

IMAX რუსულ კინოთეატრებს თავისი ტექნოლოგიის გამოყენებას უკრძალავს

23 აგვისტო, 2022 • 838
IMAX რუსულ კინოთეატრებს თავისი ტექნოლოგიის გამოყენებას უკრძალავს

IMAX რუსულ კინოთეატრებს უკრძალავს ქვეყნის შიგნით რუსული ფილმების ჩვენებას. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა გააკეთა. IMAX რუსული ბაზრიდან უკრაინაში ომის დაწყების გამო 1 ივნისს გავიდა.

კანადური კომპანია, რომელიც მაღალი რეზოლუციისა და დიდი გაფართოების კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს, რუსულ ბაზარზე 19 წლის განმავლობაში საქმიანობდა.

რუსეთის კინოთეატრების ყველაზე მასშტაბური ქსელის დირექტორი RBC-სთან ამბობს, რომ რუსულ კინოთეატრებს, ტექნიკური შესაძლებლობების მიუხედავად, IMAX-სგან სპეციალური ნებართვა სჭირდებათ ფილმების ამ ფორმატში საჩვენებლად:

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რუსული ფილმების გაშვებაც კი არ შეგვიძლია იმიტომ, რომ აკრძალული გვაქვს IMAX ფორმატის გამოყენება“, — ამბობს ალექსეი ვასიანინი გამოცემასთან.

ვასიანინი ასევე აცხადებ, რომ თუ IMAX რუსულ ბაზარზე 2022 წლის ბოლომდე არ დაბრუნდება, რუსეთში მოქმედ 54 კინოთეატს, რომელიც IMAX-ის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, კანადური კომპანიისთვის ჩივილი შეეძლება:

„პირველ რიგში, ჩვენ შევიტანთ სარჩელს. ამის შემდეგ კი აღჭურვილობასა და ეკრანებს სხვა ფორმატში ფილმების საჩვენებლად გამოვიყენებთ“, — აცხადებს ვასიანინი.

ათასობით დასავლურმა კომპანიამ და ბრენდმა დატოვა რუსეთის ბაზარი მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასჭტაბიანი ომი წამოიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი