ახალი ამბები

უკრაინა მოიგებს ომს და დაიბრუნებს ტერიტორიებს — დუდა

23 აგვისტო, 2022 • 927
უკრაინა მოიგებს ომს და დაიბრუნებს ტერიტორიებს — დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

მისი განცხადებით, უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს და დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.

ინფორმაციას უკრაინული Unian ავრცელებს.

„მე ღრმად მწამს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაიცავს საკუთარ თავს, არამედ მოიგებს კიდეც. ამგვარად, ის დაიბრუნებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას. უკრაინა აღდგება პოლონური დახმარებითაც ისევე, როგორც დასავლეთის სახელმწიფოების დახმარებით“, — განაცხადა დუდამ.

ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც სამიტს დისტანციურად შეუერთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი