ახალი ამბები

დაღესტანში საზღვაო კურორტის მოწყობას აპირებენ – “კომერსანტი”

22 აგვისტო, 2022 •
დაღესტანში საზღვაო კურორტის მოწყობას აპირებენ – “კომერსანტი”

რუსეთის ხელისუფლება დაღესტანში ახალი საზღვაო კურორტის შექმნაზე ფიქრობს. ინფორმაციას ამის შესახებ “კომერსანტი” აქვეყნებს წყაროებზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საუბარია დაღესტანში, კაიაკენტსკის რაიონში საკურორტო ინფრასტრუქტორის მოწყობაზე. ეს რაიონი კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

“მედუზას” ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიისა და უკანასკნელი მოვლენების ფონზე დაღესტანში რუსეთის შიდა ტურიზმი გაზრდილია. 2021 წელს 1,085 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა, რაც 30%-ით მეტია 2020-თან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი