ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან ხელყუმბარა აღმოვაჩინეთ და გავანადგურეთ – შსს

21 აგვისტო, 2022 •
საოკუპაციო ხაზთან ხელყუმბარა აღმოვაჩინეთ და გავანადგურეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

უწყება ამბობს, რომ ხელყუმბარა საოკუპაციო ხაზთან, უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ბოძზე აღმოაჩინეს.

„გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, “F-1” ტიპის მსგავსი, ე.წ. “სტრაიგ ბოლის” სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული,“ – წერია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა ან გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი