$75 მილიონის ღირებულების იახტას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს დაქვემდებარებულ რუს ოლიგარქს ეკუთვნოდა, გიბრალტარის მთავრობა აუქციონზე გამოიტანს.
იახტა “Axioma” გიბრალტარმა მარტში, ამერიკული ბანკის JP Morgan-ის პრეტენზიის საფუძველზე დააკავა. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ იახტის მფლობელს, დიმიტრიევიჩ პუმპიანსკის, $20 მილიონიანი ვალი ბანკისთვის არ დაუბრუნებია.
ბრიტანული მედიის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, “Axioma” პირველი ძვირადღირებული იახტაა, რომელიც გაიყიდება.
BBC-ის თანახმად, 72.5-მეტრიანი გემის 6 კაბინაში 12 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი, ეკიპაჟის 20 წევრისთვის კი დამატებითი სივრცეა გამოყოფილი. იახტა ასევე მოიცავს საცურაო აუზს, ჯაკუზის, სპას და 3D კინოთეატრს.
იახტა, რომელიც დიზაინერ ალბერტო პინტოს დიზაინით არის შექმნილი, 2013 წელს, თურქეთში ააწყვეს. მას თავდაპირველად “წითელი მოედანი” ერქვა, შემდგომ კი Axioma ეწოდა.
იახტა აუქციონზე სამშაბათს უნდა გაიყიდოს.
“Axioma” აწ უკვე ყოფილი მფლობელი პუმპიანსკი ფოლადის მილების მწარმოებელი “OAO TMK”-ის — რუსული “გაზპრომის” მიმწოდებლის — მფლობელი და ხელმძღვანელია. ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაექვემდებარა სანქციებს.
დიდი ბრიტანეთის თანახმად, რომ მილიარდერი, რომელმაც, ლონდონის ცნობით, £1.84 მილიარდის ქონებას ფლობს, პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაახლოებული ოლიგარქია.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
გარეკანის ფოტო: The Guardian./Panther Media GmbH/Alamy







