ახალი ამბები

ყირიმში რუსული სამხედრო ავიაციის ნახევარი მწყობრიდან გამოყვანილია – მედია

19 აგვისტო, 2022 •
ყირიმში რუსული სამხედრო ავიაციის ნახევარი მწყობრიდან გამოყვანილია – მედია

საკის აეროდრომზე შეტევის შედეგად ყირიმში ბაზირებული რუსული სამხედრო ავიაციის ნახევარი მწყობრიდან გამოყვანილია – აცხადებს დასავლელი ოფიციალური პირი Reuters-თან. წყარომ ეს ინფორმაცია გამოცემას კონფიდენციალურობის შენარჩუნების დაპირებით მისცა.

შეტევა საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს განხორციელდა. ეს აეროდრომი ყირიმში, ნოვოფედოროვკას დასახლებასთან მდებარეობს.

Reuters-თან საუბარში წყარო ასევე ამბობს, რომ უკრაინის ქმედებებს მზარდი ზეგავლენა აქვს რუსულ ლოჯისტიკაზე და „ასევე, საგრძნობი ფსიქოლოგიური ეფექტი რუსულ ხელმძღვანელობაზე“.

წყარო ასევე აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის ომი ოპერაციული თვალსაზრისით ფაქტობრივად გაყინულია.

„არცერთი მხარეს არ აქვს საკმარისად კონცენტრირებული საბრძოლო ძალა, რათა დაიწყოს ეფექტური შეტევა, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება ომის მიმდინარეობაზე“, – ამატებს ის.


9 აგვისტოს, 15:20 საათისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, საკის აეროდრომზე აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ტურისტებმა მალევე დატოვეს ყირიმის ნახევარკუნძული. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აფეთქებას პლაჟიდან შეშფოთებული უყურებენ დამსვენებლები და ტერიტორიის დატოვებას იწყებენ.

ვრცლად:

რა მოხდა ყირიმში, საკის აეროდრომზე

მასალების გადაბეჭდვის წესი