17 წლის ქართველიმა ნახევარმცველმა ლუკა პარკაძემ კონტრაქტი გააფორმა მიუნხენის ბაიერნთან. ქართველი სპორტსმენი გერმანულ კლუბს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი თბილისურ კლუბში იასპარეზებს.
პარკაძე დინამოს აკადემიის აღზრდილია. 17 წლის ნახევარმცველმა ბაიერნთან 5- წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის შესახებ გავრცელებულ პრეს-რელიზში გერმანული კლუბი აცხადებს, რომ ლუკა პარკაძეს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდოდნენ და მიუნხენში ბაიერნის ბაზაზე გამართულ შემოწმებაზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა:
„მოხარულები ვართ, რომ მომავალი სეზონიდან ჩვენი გზები გადაიკვეთება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ თბილისის დინამოს“, – წერს მიუნხენური კლუბი.