ახალი ამბები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისს ესტუმრება

27 აპრილი, 2010 • 1062
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისს ესტუმრება

2010 წლის ივნისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუზოღლუ საქართველოს, სომხეთსა და რუსეთს ესტუმრება.

„მე ვგეგმავ მაღალი დონის შეხვედრებს პრეზიდენტებთან, პარლამენტის თავმჯდომარეებთან, მთავარი პოლიტიკური და ოპოზიცუირ პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან,“– განაცხადა ჩავუზოღლუმ.

ევროსაბჭოს საპარლამნტო ასამბლეის პრეზიდენტი მზადაა მონაწილეობა მიიღოს კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში– რეგიონში, სადაც არაერთი მოუგვარებელი კონფლიქტია.

რაც შეეხება კავკასიის პრობლემებს, ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი გეგმავს აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციებთან შეხვედრას.

სომხური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შეხვედრა გაიმართება 26 აპრილს, ევროასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფორმატში.

უფრო ადრე, მევლუთ ჩავუზოღლუ ესტუმრა ალბანეთს, ბოსნია–ჰერცეგოვინას, აზერბაიჯანსა და მოლდავეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი