მარტვილში, მდინარე ცხენისწყლში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.
მდინარის მიმდებარედ 6 წლის მოზარდი გუშინ დაიკარგა. მაშველები და ადგილობრივები მოზარდს ამ დრომდე ეძებდნენ.
“დაახლოებით 6 საათზე შემოვიდა შეტყობინება მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ, რომ ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა და ბავშვი აღარ ჩანდა. თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ ბავშვი წყალში იმყოფებოდა, ბაბუამ მოიკითხა და ბავშვი უკვე აღარ ჩანდა”, – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ფოტო © თაიმერი