ახალი ამბები

ოკუპირებულ მელიტოპოლში კომენდანტის ოფისთან ახლოს აფეთქება მოხდა – მერი

17 აგვისტო, 2022 •
ოკუპირებულ მელიტოპოლში კომენდანტის ოფისთან ახლოს აფეთქება მოხდა – მერი

უკრაინაში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, კომენდანტის ოფისთან ახლოს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შეახებ ქალაქის მერი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქის ცენტრში  დიდი აფეთქების ხმა იყო კომენდანტის ოფისთან ახლოს, სადაც რუსი ოკუპანტები არიან განლაგებული. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის:

„მიწა ოკუპანტების ფეხქვეშ დაიწვება. ეს ის მყარი სიმართლეა, რომელსაც ჩვენი სამხედროები ყოველდღიურად ამტკიცებენ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან“, – ამბობს ივან ფიოდოროვი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი