ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თამარ ბაღაშვილი „მთავარ არხს“ ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბაღაშვილმა გაავრცელა, თუმცა „ფეისბუკ“ პოსტში ტელეკომპანიიდან წამოსვლის მიზეზებზე ჟურნალისტი არ საუბრობს.
ბაღაშვილის თქმით, დეტალების შესახებ, თუ რა მოხდა, შესაძლოა არც არასდროს ისაუბროს:
„ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ. არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი), მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის “ბაღო”, ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და რა თქმა უნდა, #თავისუფლებანიკას“ ,- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
თამარ ბაღაშვილი „მთავარი არხის“ დაფუძნებამდე წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“, რომელიც სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შემდეგ ნიკა გვარამიასთან ერთად დატოვა და საქმიანობა „მთავარ არხში“ გააგრძელა.