ახალი ამბები

„სომეხთა გენოციდის დღეს“ საქართველოშიც აღნიშნავენ

24 აპრილი, 2010 • 1850
„სომეხთა გენოციდის დღეს“ საქართველოშიც აღნიშნავენ

საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა,  საქართველოში მცხოვრებ სომხების სათვისტომოს და სომეხ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში ჩირაღდნებით მსვლელობა მოაწყვეს, დღეს კი საქართველოში თურქეთის საელჩოსთან აქცია გამართეს.

”სომეხთა გენოციდის დღეს” საქართველოში მცხოვრები სომხები სამცხეთ ჯავახეთშიც აღნიშნავენ.

ერევანში კი რადიო ”თავისუფლების” ცნობით ათიათასობით ადამიანმა ყვავილებით შეამკო მემორიალი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. მემორიალთან გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მიერ სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის „გენოციდად“ აღიარება გარდაუვალია.

თურქეთი დღემდე არ აღიარებს გენოციდის ბრალდებას.

ცოტა ხნის წინ სომეხ სტუდენტთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობასაც მიმართა ”სომეხთა გენოციდის” აღიარების მოთხოვნით.

 

ნაწყვეტი ფილმიდან ”ტოროლას ბუდე” – ძმები ტავიანების 2007 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც სომეხთა გენოციდის თემაზეა.

 

ამავე თემაზე:

პაატა ზაქარეიშვილი: საქართველომ არ უნდა განიხილოს გენოციდის აღიარების საკითხი

გენოციდის აღიარება-რეპორტაჟი ახალციხიდან

წუთიერი დუმილი თუ გენოციდის აღიარება

მასალების გადაბეჭდვის წესი