ახალი ამბები

წლის პირველ 7 თვეში საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

15 აგვისტო, 2022 • 415
წლის პირველ 7 თვეში საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში წინა წელთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 35.3%-ით, ხოლო პანდემიანდელ, 2019 წელთან შედარებით  – 37.4%-ით.

15 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 186.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან ექსპორტი 3 098.7 მლნ აშშ დოლარი იყო (2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ აშშ დოლარი (34.8 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 3 988.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.

დეტალური მონაცემები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი