ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 16 ადამიანს ეძებენ

15 აგვისტო, 2022 •
ერევანში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 16 ადამიანს ეძებენ

სომხური მედიის უკანასკნელი ინფორმაციით,14 აგვისტოს ერევანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 16 ადამიანს ნანგრევებში ეძებენ. რამდენიმე ათეული ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

აფეთქება კვირას, 14 აგვისტოს, 13:23 საათზე ერევნის „სურმალუს“ სავაჭრო ცენტრში, პიროტექნიკის საწყობში მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო ორი მუხლით [უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ფეთქებადი მასალების შენახვის წესების დარღვევა, რამაც მძიმე შედეგები ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია].

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს 14 აგვისტოს გამოეხმაურა და დაღუპულთა ახლობლებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„შოკისმომგვრელია ერევანში მასიური აფეთქების შესახებ ცნობები. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი