ახალი ამბები

თეთნულდზე ჩარჩენილი 6 ტურისტიდან 2 გამოიყვანეს, დარჩენილებიდან კი 1 ნაპრალშია გადავარდნილი – საგანგებო

13 აგვისტო, 2022 • 2556
თეთნულდზე ჩარჩენილი 6 ტურისტიდან  2  გამოიყვანეს, დარჩენილებიდან კი 1 ნაპრალშია გადავარდნილი – საგანგებო

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელ ტურისტიდან მაშველებმა 2 დაშავებული გამოიყვანეს, თეთნულზე დარჩენილი 4 ადამიანიდან კი ერთი-ერთი ნაპრალშია გადავარდნილი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

მათივე ცნობით, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით. გართულებული მეტეო პირობების გამო კი ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა.

„Შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, თეთნულდზე სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი