ახალი ამბები

ენმ მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას სთავაზობს

12 აგვისტო, 2022 •
ენმ მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას სთავაზობს

„ნაციონალური  მოძრაობა“ საქარათველოს მთავრობას სთავაზობს, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ყოფნის უფლება მხოლოდ ერთი თვით მიეცეთ. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე, ენმ მთავრობას სთავაზობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენასა და სამეწარმეო საქმიანობაზე შეზღუდვა დააწესოს.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის თქმით, საზღვარზე უნდა იყოს სპეციალური პუნქტი, სადაც რუსეთის მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ვალდებულება ექნება.

„რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებმა 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ვარკეთილის ან გლდანის ერთი მიკრორაიონი მხოლოდ უკანასკნელ 6 თვეში შეიძინეს. ამავე 6 თვეში 6 000-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმის კომპანია დააფუძნეს, ანუ საქართველოში ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად არაფერს აკონტროლებს და რუსეთის მოქალაქეებს არანაირი შეზღუდვა აქვთ, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი