ახალი ამბები

ვცადეთ, ურთიერთობები დაგვეთბო უკრაინელებთან – ბურჭულაძე

11 აგვისტო, 2022 •
ვცადეთ, ურთიერთობები დაგვეთბო უკრაინელებთან – ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ სცადა უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობების დათბობა.

თუმცა, მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიმართ არასწორი ნარატივი აქვთ.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, მე ვფიქრობ, რომ სწორი არ არის“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

“მთავარ არხთან” ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ შეამცირონ საჯარო გამოსვლები უკრაინის თემაზე.

მისი თქმით, მაშინ როცა უკრაინაში რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს და ქვეყანა თავს იცავს, უკრაინელების გაკიცხვას ვერავინ შეძლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი