ახალი ამბები

რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

10 აგვისტო, 2022 • 757
რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 აგვისტოს რუსულმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე ნებართვის გარეშე გადაკვეთა.

უწყების ცნობით, MI-8 ტიპის რუსული ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

მომხდარის გამო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. უწყების ცნობით, ეს წელს მესამე შემთხვევაა, როცა რუსეთი ესტონეთის საჰაერო სივრცეს არღვევს. გასულ წელს კი ამგვარი ფაქტი ხუთჯერ მოხდა.

„ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არაა მისაღები“, – აცხადებენ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი