ახალი ამბები

შეწყვიტეთ ვიზების გაცემა რუსებზე – კულება EU-სა და G7-ს

10 აგვისტო, 2022 •
შეწყვიტეთ ვიზების გაცემა რუსებზე – კულება EU-სა და G7-ს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისათვის.

„რუსები დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს ომს უკრაინაში. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების კვეთის უფლება მანამ, სანამ ამ საზღვრებისადმი პატივისცემას არ ისწავლიან“, – წერს დმიტრო კულება ტვიტერზე

მსგავსი ინიციატივით გამოვიდნენ ფინეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები, სონა მარინი და კაია კალასი.

„შეწყვიტეთ ტურისტული ვიზების გაცემა რუსებზე. ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება“, – დაწერა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ტვიტერზე.

მისი თქმით, რუსეთიდან [ევროპაში] საჰაერო მგზავრობა დაკეტილია, რაც „ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები ვიზებს გასცემენ, რუსეთის მეზობლებს (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია) უწევთ ამ ტვირთის ზიდვა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი