ახალი ამბები

იაპონელი დიზაინერი ისეი მიიაკე გარდაიცვალა

9 აგვისტო, 2022 •
იაპონელი დიზაინერი ისეი მიიაკე გარდაიცვალა

იაპონელი დიზაინერი ისეი მიიაკე 84 წლის ასაკში დაიღუპა.

მიიაკემ განსაკუთრებული პოპულარობა მისი ინოვაციური სტილითა და სუნამოების ხაზით მოიპოვა. მისი სახელობის მოდის სახლი ერთ-ერთი მოწინავეა. სწორედ მისი დიზაინით შეიქმნა ცნობილი როლინგი, რომელსაც ატარებდა Apple-ის დამფუძნებელი, სტივ ჯობსი.

BBC აღნიშნავს, რომ მიიაკე კარიერის 50 წლის განმავლობაში ცნობილი იყო ექსპერტიმენტული და ტრადიციული ელემენტების შერწყმის უბადლო ტექნიკით. დიზაინერი პარასკევს, ღვიძლის სიმსივნით დაიღუპა და უკვე დაკრძალეს.

ისეი მიიაკე 1938 წელს ჰიროსიმაში წაიბადა და მხოლოდ 7 წლის იყო, როცა ქალაქში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბი ჩამოაგდო. თავად დიზაინერი მომხდარის შესახებ არ საუბრობდა. 2009 წელს New York Times-ისთვის მიცემიულ ინტერვიუში ამბობდა, რომ არ სურდა ცნობილი ყოფილიყო, როგორც დიზაინერი, რომელიც ატომურ ბომბს გადაურჩა.

1960-იან წლებში მიიაკე პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ცნობილ მოდის სახელბთან თანამშრომლობდა, შემდეგ კი კარიერა ნიუ-იორკში გააგრძელა. 1970 წელს, ტოკიოში დაბრუნებამდე, მიიაკემ საკუთარი სახელობის სტუდია დააფუძნა. 1980-იან წლებში მიიაკე ითვლებოდა თანამედროვე დიზაინის პიონერად, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში ტრაიციულ იაპონურ მატერიებთან ერთად პლასტმასსა და მეტალს იყენებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი