ახალი ამბები

აგვისტოს ომში ჩართვისთვის ცხინვალი რუსეთს მადლობას უხდის

8 აგვისტო, 2022 •
აგვისტოს ომში ჩართვისთვის ცხინვალი რუსეთს მადლობას უხდის

“სამხრეთ ოსეთი მუდამ მადლიერი იქნება რუსეთისა და მისი ხელისუფლების. რუსეთის წყალობით სამხრეთ ოსეთი გადარჩა და აღადგინა საკუთარი სახელმწიფო, აჩვენა მთელ მსოფლიოს ოსი ხალხის ურყევი ნება თავისუფლებისა და სამართლიანობისადმი”, – განაცხადა ალან გაგლოევმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას.

აგვისტოს ომის 14 წლისთავს ცხინვალი სამგლოვიარო ღონისძიებებით აღნიშნავს. ოსური მხარე “მძინარე ცხინვალზე” თავდასხმასა და ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და ომის დაწყების ბრძანების გამცემ ქართველ მაღალჩინოსანთა დასჯას მოითხოვს.

2008 წლის „აგვისტოს ომი” 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება როგორც სამხრეთ ოსეთს, ასევე აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.

აქცია რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისში – [ფოტო]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი