თვილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ქალი დაიღუპა. როგორც „ნეტგაზეთს“ სასწრაფოში განუცხადეს, ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ინფორმაცია ქალის მტკვარში ჩავარდნის შესახებ გვერდმა „ჩემი ქალაქი“ მკლავს გაავრცელა. „ფეისბუკ“ გვერდის ადმინისტრატორების განცხადებით, მათ ვიდეო გამომწერმა მიაწოდა. ვიდეოში ჩანს, რომ ქალი ცოცხალი იყო, მაშველები კი იმ დროისთვის ადგილზე არ იყვნენ მისული.