საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის უკრაინის წარმომადგენლობის ხელმძრვანელი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნულს წინ უძღოდა ორგანიზაციის მიერ კიევის დადანაშაულება მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებასა და საომარი ტაქტიკისას საერთაშორისო კანონების დარღვევის შესახებ.
ოკსანა პოკალჩუკმა გადადგომის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გუშინ, 5 აგვისტოს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ანგარიში რუსული პროპაგანდის იარაღად იქცა და ღირებულებებისა და მოსაზრებების განსხვავებულობის გამო ორგანიზაციის მენეჯმენტთან, თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
უკრაინის ხელისუფლების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა მას შემდეგ, რაც ომთან დაკავშირებით უკრაინა ირიბად დაადანაშაულა რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის პროვოცირებაში.
„Amnesty International, სამწუხაროდ, ცდილობს ტერორისტული სახელმწიფოს ამნისტიას და პასუხისმგებლობის აგრესორიდან მსხვერპლზე გადატანას“, — ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც 4 აგვისტოს გამოაქვეყნეს.
რას ამბობს Amnesty International შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.