ახალი ამბებირეკლამა

ავტომობილის მოდელზე მორგებული პირობები ალდაგში

4 აგვისტო, 2022 • 687
ავტომობილის მოდელზე მორგებული პირობები ალდაგში

ალდაგში ავტო დაზღვევის კამპანია გრძელდება. მათ, ვინც 30 სექტემბრამდე ავტომობილს ალდაგში დააზღვევს, მანქანის მოდელის შესაბამის ფასსა და საჩუქრებს მიიღებს.

„ზაფხული მძღოლებისთვის განსაკუთრებით დატვირთული სეზონია. შვებულებების გამო ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება უფრო აქტიურდება. ვცდილობთ, მძღოლებს ხელი შევუწყოთ მშვიდ დასვენებაში და დაზღვევის კონკრეტულ მოდელზე მორგებულ პირობებს ვთავაზობთ. ამჯერად მძღოლებმა უბრალოდ უნდა გაგვიზიარონ საკუთარი მანქანის მოდელი და მიიღონ ინდივიდუალური პირობები და საჩუქრები ალდაგისგან,“- აცხადებენ ალდაგში.

ალდაგის ავტო დაზღვევა 360 გრადუსით ფარავს ყველა შესაძლო რისკს, რაც შეიძლება მანქანის ყოლას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. ალდაგის ავტო დაზღვევას მოყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს  იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.

ალდაგი, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს სთავაზობს ფასდაკლებებს ავტომობილის რეცხვაზე, საწვავსა და ავტონაწილებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი