ახალი ამბები

ომის შემდეგ ევროპაში თავშესაფარი 4 მილიონამდე უკრაინელმა მოითხოვა

3 აგვისტო, 2022 •
ომის შემდეგ ევროპაში თავშესაფარი 4 მილიონამდე უკრაინელმა მოითხოვა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის საზღვრის კვეთის 10 მილიონი შემთხვევა აღირიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

განახლებული მონაცემებით, რომელიც 2 აგვისტოს ჩათვლით სტატისტიკას ასახავს, 24 თებერვლიდან აღრიცხულია უკრაინიდან გასვლის 10 290 039 შემთხვევა, 28 თებერვლიდან დღემდე კი ქვეყანაში შესვლის 4 230 116 შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთან, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს 2 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინიდან 6 180 345 უკრაინელია გასული.

ევროპის ქვეყნებში დროებითი თავშესაფარი ოფიციალურად მოითხოვა უკრაინის 3 766 193-მა მოქალაქემ.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი