ახალი ამბები

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

29 ივლისი, 2022 •
ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გახსნილია 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმე.

20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკლელობის ბრალდებით დააკავეს 2000 წელს დაბადებული დ.ჯ.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფოტოზე: მოკლული მირიან კუკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი