ახალი ამბები

უკრაინა რუსეთს იმ კოლონიის დაბომბვაში ადანაშაულებს, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ

29 ივლისი, 2022 • 1157
უკრაინა რუსეთს იმ კოლონიის დაბომბვაში ადანაშაულებს, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთმა თავადვე დაბომბა ოკუპირებულ ოლენივკაში (დონეცკის ოლქი) კოლონია, სადაც რუსებს უკრაინელი მებრძოლები ჰყავდათ დატყვევებული.

უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა ეს გააკეთა სამხედრო დანაშაულისა და წამების გადაფარვის მიზნით.

წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, დაღუპულია 50-ზე მეტი უკრაინელი ტყვე.

რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინულ არმიას არ აქვს სამხედრო-სტრატეგიული სამიზნეები ოლენივკაში და დაბომბვა რუსული მხარის მიერაა განხორციელებული.

ოლენივკა დონეცკის სამხრეთით მდებარეობს. მასზე კონტროლი უკრაინულმა მხარემ 2014 წელს დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი