პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ „ძალიან დიდი განსაცდელი გამოიარა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად პირდაპირი მოწოდებებისა და პროვოკაციებისა, საქართველომ ეროვნული პოლიტიკა და მშვიდობა შეინარჩუნა.
„ჩვენმა გუნდმა მთლიანად, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ. მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დამართნოდა — ეს არის ომი.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი გონივრული, ეროვნული პოლიტიკით შევუნარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ხალხს, ქვეყანას და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევითი. ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად მტკიცედ, ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. მაგალითად მოჰყავთ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვის განცხადება, რომ რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტის გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად. მთავრობა ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა „იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა“.
ოპოზიციისა და უკრაინის ხელისუფლების გარდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და პარტიიდან ფორმალურად გასული დეპუტატები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებენ დასავლეთსაც და აწარმოებენ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო იმის გამო, რომ ომში არ ჩაერთო.
განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია