ახალი ამბები

წინა წელთან შედარებით, მშენებლობის ნებართვები გაიზარდა — საქსტატი

29 ივლისი, 2022 • 853
წინა წელთან შედარებით, მშენებლობის ნებართვები გაიზარდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 086 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტი) 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი).

ნებართვების 77.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52.1 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

წარსულში, როგორც წესი, თბილისის შემდეგ, გაცემული ნებართვების თვალსაზრისით, აჭარის რეგიონი ლიდერობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი