ახალი ამბები

ცხვარიჭამიაში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე 7 პირია დაკავებული – შსს

29 ივლისი, 2022 •
ცხვარიჭამიაში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე 7 პირია დაკავებული – შსს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 7 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს განცხადებით, 7 პირი დაკავებულია 2002 წელს დაბადებული მირიან კაკულიას მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობილებლობის ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ, 28 ივლისს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი