ახალი ამბები

გორის თავდაცვის აკადემიაში ადამიანი გარდაიცვალა

28 ივლისი, 2022 • 805
გორის თავდაცვის აკადემიაში ადამიანი გარდაიცვალა

გორის თავდაცვის აკადემიაში ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

„მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა.

მას პირველადი სამედიცინო დახმარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამედიცინო სამსახურის მიერ ადგილზე გაეწია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანა „გორმედის“ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც გარდაცვალება დაადასტურა.

პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო გულის უეცარი გაჩერება, ზუსტ მიზეზებს კი შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს“, – წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი